ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა 2 თებერვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიუღებელია ძალადობა, რომელსაც "ქართული ოცნება" მიმართავს.
"საქართველოს მმართველი პარტიის სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამძაფრდა, მიუღებელია.
ეს კიდევ ერთი მაგალითია "ქართული ოცნების" მცდელობის, რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, დემოკრატიული ოპოზიცია და ხალხი სასტიკად ჩაახშოს",- დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე.
The brutal violence of #Georgia's ruling party, which has intensified in recent days, is unacceptable.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) February 3, 2025
This is yet another example of the GD's attempts to destroy independent journalism, democratic opposition & its brutal efforts to suppress the people. https://t.co/Y5ESgeFJRO

























