მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნების“ შექმნილი კრიზისი - გავლენა ეკონომიკაზე - ლექსო ალექსიშვილი საქმის კურსში

„ოცნების“ არჩეული გზა, უწყვეტი პროტესტის მე-15 დღე და მოვლენების გავლენა ეკონომიკაზე... ქართული ოცნების ხმამაღალი განაცხადი, რომ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ეკონომიკასა და ბიზნესზე უკვე აისახა... მიმდინარე კრიზისის ფონზე ფიჩ რეიტინგსმა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი წელს უკვე მეორედ შეამცირა და ნეგატიურამდე დაწია, ეს იმას ნიშნავს, რომ გავლენიანი სარეიტინგო სააგენტომ არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებული ვითარების ცვლილებაზე აცნობა და ფაქტობრივად განვითარების ვექტორი შეცვალა. თუ წილის დასაწყისში ფიჩი ელოდა, რომ რეიტინგი ზრდის მიმართულებით შეიცვლებოდა, ახლა პირიქით ნეგატიური პროგნოზი რეიტინგის შესაძლო გაუარესების მანიშნებელია. ქართული ოცნება კი, რომელიც ამ დრომდე ღიად არ აღიარებს შესაძლო პრობლემებს ეკონომიკაში და აქცენტს მაღალ ზრდაზე აკეთებს, როგორც ჩანს საბიუჯეტო შემოსავლებში დანაკლისს მაინც ელის და თანხების მობილიზებისთვის დაჩქარებული წესით გაზარდა აქციზი თამბაქოზე, მოგების გადასახადი სათამაშო ბიზნესში, ძვირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები, ასევე სამშენებლო სექტორში დასაქმებულ მცირე მეწარმეებისთვის 1%-ის ნაცვლად 20%-იანი დაბეგვრის განაკვეთი შემოაქვს.... რეალურად რა ტენდენციებია ეკონომიკაში, რა არის ყველაზე დიდი რისკები და სად არის გამოსავალი?

სტუმარი: ლექსო ალექსიშვილი - PMCG-ის გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები