მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოთხ თვეში საქართველოდან $70 მილიონის თხილი გავიდა ექსპორტზე

61af25b4ba7f9
მარიამ ვარადაშვილი
07.12.21 13:16
747
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (31%), ხოლო ღირებულება 7.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება: იტალიაში (6,135 ტონა), გერმანიაში (2,904 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (239 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის: სომხეთში (964 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში (337 ტონა) და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები