მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოუფენ ნეტი” არაფერს აკეთებს... თუ დავინახეთ ბიზნესის ნიშა, რად უნდა ამას მათრახი? - ჯოხთაბერიძე

603e513a4f1f0
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.21 18:57
1359

პარლამენტში გამართულ სხდომაზე “მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ სახელმწიფო აიპი “ოუფენ ნეტი” გააკრიტიკა. მისი განცხადებით, რეგიონებში ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები კერძო ოპერატორების პრეროგატივა უნდა იყოს და ამის ხელშეწყობისთვის თავად კომუნიკაციების კომისიაც უნდა ზრუნავდეს, თუმცა არსებულ რეალობაში სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს.

“სახელმწიფომ დიდი ხნის წინ დაანონსა და შექმნეს “ოუფენ ნეტი”, ამას სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს და ქსელის გაყვანა/მშენებლობა ეს კერძო ოპერატორების საქმე უნდა იყოს. შექმნეს ეს სტრუქტურა, არაფერი არ გაუკეთებია ამ კომპანიას და შარშან გამოაცხადეს ტენდერი იმის შესახებ, რომ გურიაში, ოზურგეთის რაიონში 47 სოფელში გაიყვანონ ქსელი და 10 მილიონი გამოყო სახელმწიფომ. კაცო, მე ნუ მახრჩობ და მე თვითონ მივხედავ ამ ქსელის გაყვანას. თუ დავინახეთ ჩვენ ბიზნესის ნიშა, ხომ წავალთ და გავაკეთებთ დაქსელვას... რად უნდა ამას მათრახი და ასე შემდეგ. პირიქით, მარეგულირებელი, ერთი მხრივ, ფასებს გვიწესებს ისეთს… მეორეს მხრივ, მარეგულირებელის ხალხი დარბის და აკეთებენ “ოუფენ ნეტს”, მერე მარეგულირებელის თანამშრომელი გადადის “ოუფენ ნეტის” შეფად, და შემდეგ მათთან დაახლოებული ხალხი აშენებს ამ ქსელს. ესაა ბიზნესის კეთება?!", - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ოუფენ ნეტს” 2020 წლიდან მარიამ სულაბერიძე მართავს, რომელიც იქამდე კომუნიკაციების კომისიაში საქმიანობდა. ის ამასთანავე, “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველიცაა. 

2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი ხელშეკრულება ტენდერის გარეშე კომპანია “პარვუს ჯგუფთან” გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო ელექტროსისტების ყოფილი მმართველი სულხან ზუმბურიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები