26, 27 და 28 მარტს, ქართული კომპანია "ოვამედის" ორგანიზებით და ამერიკული ჰოლდინგის CooperSurgical-ის პარტნიორობით, საქართველოში ტარდება 3-დღიანი სემინარი ინ ვიტრო განაყოფიერების უახლესი ტენდენციებისა და სიახლეების შესახებ.
სემინარის მომხსენებლები, დარგის მოწინავე სპეციალისტები არიან. სპიკერები ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და დანიიდან სტუმრობენ საქართველოს. მოხსენებების ძირითადი საკითხები ინ ვიტრო განაყოფიერების უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა და გამოყენებული მეთოდების გაცნობაა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: ემბრიოლოგია, ანდროლოგია, ასევე, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
სემინარის დროს, ადგილზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება უახლესი აპარატურა და დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში. სემინარის სტუმრები არიან საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები.
ინფორმაციისთვის, კომპანია ოვამედი 2012 წლიდან ოპერირებს და ამარაგებს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიებს. ოვამედი აგრეთვე, ექსკლუზიური წარმომადგენელია ამერიკული ჰოლდინგის „CooperSurgical”-ის საქართველოსა და აზერბაიჯანში. CooperSurgical კი, მსოფლიოში არსებული ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ბრენდების გაერთიანებაა.
წამყვან უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობით და ექიმებისთვის სიახლეების მუდმივი გაზიარებით კომპანია ოვამედი, უკვე მრავალი წელია დარგის განვითარებას უწყობს ხელს.
ოვამედი აქტიურად ზრუნავს საქართველოში ამ მიმართულების ექიმების განათლებასა და გადამზადებაზე. ბრიუსელში, CooperSurgical-ის ტრენინგ ცენტრში, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებზე სისტემატურად იწვევს ექიმებს, მომავალში კი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრაა დაგეგმილი.