ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელი შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 470 910 ლარია. წინადადებების მიღება 2 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის.
პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 1,000,000 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განახლებული შრომის კულტურის სახლის მაკეტი შემდეგნაირია:
ცნობისთვის, შრომის კულტურის სახლის აშენების თარიღად ცნობილია 1953-1956 წლები.