მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაატა ბურჭულაძეც დააკავეს

პაატა ბურჭულაძე

მოძრაობა რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძეც დააკავეს.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსნადრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის გარდა, ასევე დაკავებულები არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძეც.

მინისტრის მოადგილის თქმით, ხუთივე დაკავებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძე კლინიკა "ჰელსი კორში" დააკავეს, სადაც მსოფლიო ბანი რამდენიმე საათის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიყვანეს.

პაატა ბურჭულაძე აქციაზე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ათონელის რეზიდენციასთან სიტუაცია დაიძაბა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და მხუთავი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის: აქციაზე ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძეს და კიდევ 4 პირს, რომელიც დღეს დააკავეს, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები