მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა კვიჟინაძე: 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია და ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს

კვიჟო

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია და ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ბიუჯეტის 2024 წლის პროექტის მეორე ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს“.

მისივე თქმით, პარლამენტის 23 რეკომენდაციიდან საქართველოს მთავრობამ უმრავლესობა გაითვალისწინა.

„დარჩენილია მცირე ნაწილი და გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წარმოდგენილი გადამუშავებული ვერსია, პირვანდელთან შედარებით 700 მილიონით არის გაზრდილი და ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის კუთხით სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ასევე, სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება.