მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაატა ტრაპაიძე ტენდერების გასაჩივრების წესის შესაძლო გართულებაზე: ეს პრობლემა თითიდან გამოწოვილია

581729fa868c6
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.16 17:22
2501
"კავკასუს როუდ პროჯექტის" მფლობელი და დირექტორი პაატა ტრაპაიძე ტენდერების გასაჩივრების წესის გართულების წინააღმდეგია. როგორც ბიზნესმენი "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას აცხადებს, მას არასოდეს სმენია პრობლემის შესახებ, რომ პროექტის განხორციელება მისი გასაჩვრების გამო გაჭიანურდა.

პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ შესყიდვების სააგენტო საჩივარს უარგუმენტოდ არ მიიღებს, არგუმენტების არსებობის შემთხვევაში კი ტენდერი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. ბიზნესმენი შეფასებით, ეს პრობლემა თითიდან გამოწოვილია.

მისივე ინფორმაციით, დღეს ტენდერებში აბსოლუტურად სხვა პრობლემებია და ეს პრობლემები გასაჩივრების წესთან კავშირში არ არის.

"ძალიან ბევრი ისეთი კომპანია იგებს ტენდერს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კომპანიების დიდ ნაწილს სერიოზული ფინანსური დავალიანებები აქვთ. პირამიდას თამაშობს ნახევარზე მეტი. ეს არის ძირითადი პრობლემა.

ჩვენთან, ელექტრონული ტენდერების დადებითი მხარე არის ის, რომ გამჭვირვალობას უწყობს ხელს და კორუფციას ამცირებს,თუმცა, მეორე მხარე აქვს ძალიან ცუდი, დამკვეთები უყურებენ მხოლოდ ფასს. არც გამცოდილებას და არც შესრულებას არ უყურებენ",- აცხადებს ტრაპაიძე.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიტანა გარკვეული ცვლილებები ტენდერების წესში, რაც ამ რისკებს ასე თუ ისე ამცირებს.

"მაგალითად თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას ტენდერში, თუ წინა პროექტები დასრულებული არ გაქვთ",- აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესკონტრაქტთან“ სუაბრისას კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომ იგეგმება ტენდერების გასაჩივრების წესის ცვლილება. გუბერნატორმა არ გამორიცხა, რომ გაჩავირებაზე გარკვეული გადასახადიც დაწესდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები