კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის და მე-20 საუკუნის ტრანსფორმატორი ფერმწერის, პაბლო პიკასოს ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარი, სახელწოდებით “ქალი საათით” (ფრანგ. Femme à la montre) Sotheby’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე $139 მილიონად გაიყიდა, რითაც ის რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა პიკასოს პორტფოლიოში. ამ დრომდე, პიკასოს ნამუშევარი ყველაზე ძვირად 2015 წელს, Christie’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდა - საუბარია ნახატზე, სახელწოდებით “ალჟირის ქალები” (ფრანგ. Les femmes d’Alger (Version ‘O’)), რომელშიც კოლექციონერმა $179 მილიონი გადაიხადა.
პაბლო პიკასოს “ქალი საათით” მხატვრის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელზედაც მისი პარტნიორი, მარი-ტერეზა უოლტერი არის გამოსახული. ეს ნახატი პიკასომ ემილი ფიშერ-ლანდაუს გადასცა, რომელიც, იმ დროს, უძრავი ქონების მაგნატი იყო. ემილი ფიშერ-ლანდაუ წელს გარდაიცვალა და ცხოვრების განმავლობაში ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია შეაგროვა, რომლის ჯამური ღირებულება, წინასააუქციონო შეფასებით, $400 მილიონს აღემატება.