მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Paco’s ceramic -ის პროდუქცია 2024 წელს თბილისის ორ მაღაზიაში შევა

კერამიკა

2024 წელს, კერამიკის ნივთების მწარმოებელი კომპანია, Paco’s ceramic -ის პროდუქცია თბილისის ორ მაღაზიაში შევა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნინო თავხელიძე BMG-სთან აცხადებს, პროდუქციის რეალიზაციას ამ დრომდე სოციალური ქსელების საშუალებით ახორციელებდა და ამასთან, მომხმარებელს ადგილზე, სვანეთში შეეძლო პროდუქციის შეძენა.

წელს კი, Paco’s ceramic საახალწლო გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებს.

მისივე ინფორმაციით, Paco’s ceramic ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

„მომავლის გეგმებზე ფიქრის სტიმული, ჩემი ნამუშევრების მიმართ დიდმა ინტერესმა მომცა. ამ ეტაპზე, კერამიკის გამოსაწვავი ღუმლის შეძენის სურვილი მაქვს, რისთვისაც სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას,“- აცხადებს თავხელიძე.

ამ დროისათვის კომპანიაში ორი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, მოთხოვნიდან გამომდინარე საწარმოს გაზრდა და კადრების დამატებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის საწყისი ინვესტიცია 500 ლარია.

ინფორმაციისთვის, ხელნაკეთი კერამიკული ნივთების მწარმოებელი კომპანია Paco’s ceramic ბაზარზე ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და მომხმარებლებს კერამიკისგან დამზადებულ ჭურჭელს, დეკორატიულ ნივთებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები