მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაკისტანი ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის ინიციატივით გამოდის

შაჰბაზ შარიფი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მაღალი დონის მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის დასრულება იქნება.

პაკისტანის ლიდერის განცხადებით, ისლამაბადი მზად არის, ხელი შეუწყოს „ყოვლისმომცველი შეთანხმების“ მიღწევას, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის წინაპირობა იქნება. აღსანიშნავია, რომ შუამავლის როლის შესრულებას პაკისტანთან ერთად ეგვიპტე და თურქეთიც ცდილობენ, ხოლო საუდის არაბეთის დედაქალაქში რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობებს უკვე განიხილავენ.

მესამე მხარის მიერ დიპლომატიური შეთავაზებების პარალელურად, აშშ და ირანი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კვირის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან „ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, ოფიციალური თეირანი კი მსგავსი დისკუსიების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გლობალურ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, ერთ თვეზე ნაკლებია, რაც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები