მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაკისტანის რკინიგზას $2-მილიარდიანი კრედიტით ჩინეთის ნაცვლად ADB დააფინანსებს

პაკისტანი
BM. GE
25.08.25 13:32
706

აზიის განვითარების ბანკმა პაკისტანის რკინიგზის განახლების პროცესის აღსადგენად $2 მილიარდი დოლარი გამოყო. კარაჩისა და რორირის დამაკავშირებელი 500-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის აშენება საკუთარ თავზე წლების წინ ჩინეთმა აიღო და პირობა დადო, რომ “ერთი გზა ერთი სარტყელის” პაკისტანის მონაკვეთსაც სრულად დააფინანსებდა, ოღონდ თანხა სესხის სახით პაკისტანს წლების განმავლობაში უნდა დაებრუნებინა.

საქმე ის არის, რომ პროექტისთვის ფინანსების გამოყოფა ჩინეთმა პაკისტანის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების გადაუხდელობის გამო შეაჩერა. დამდგარი შედეგის ფონზე პაკისტანის ხელისუფლებას აზიის განვითარების ბანკისთვის დახმარების თხოვნის გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩა და საბოლოოდ ასეც მოიქცა. აღსანიშნავია, რომ 500-კილომეტრიანი რკინიგზის დასრულება პაკისტანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეკო დიქის მაღაროებში მოპოვებული სპილენძის ექსპორტზე გატანის გაზრდა სწორედ ამ გზითაა დაგეგმილი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, პაკისტანი ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვას არ განიხილავს და ხაზს უსვამს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები