პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა (Pakistan Navy) არაბეთის ზღვაში ძალიან წარმატებული ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც ორ მცურავ ხომალდზე ჯამში $972 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები დააყადაღეს.
ოპერაცია საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა "გაერთიანებულმა საზღვაო ძალებმა (CMF)" ჩაატარა, "Combined Task Force 150"-ის ეგიდით. როგორც ცნობილია, ნარკოტიკების ჩამორთმევის ოპერაცია პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ხომალდმა "PNS Yarmook"-მა ჩაატარა.
CMF-ის ოფიციალური განცხადებით, "PNS Yarmook"-მა 48 საათზე ნაკლები ინტერვალით ორი სხვადასხვა მცურავი ხომალდი დააკავა, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩართული სანავიგაციო სისტემები, ასევე აღნიშნულ ხომალდებს არ გააჩნდათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
პირველ გემზე დაყადაღდა ორ ტონაზე მეტი კრისტალური მეტამფეტამინი (ICE), რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება $822.4 მილიონია.
მეორე გემზე დაყადაღდა 350 კილოგრამი კრისტალური მეტამფეტამინი ($140 მილიონი) და 50 კილოგრამი კოკაინი ($10 მილიონი).




























