მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Palantir-ის აქციები მკვეთრად დაეცა

Palantir

ფინანსური შედეგების გასაჯაროების ფონზე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Palantir-ის აქციების შეფასება თითქმის 16%-ით დაეცა. კორექციის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $415 მილიარდი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Palantir-ი აგვისტოში დაფიქსირებულ შედეგს დაუბრუნდა.

მართალია, კომპანიას შემოსავლებისა და მოგების მიმართულებით მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აქვს, თუმცა აშშ-ის სამთავრობო „შათდაუნის“ გაგრძელების ფონზე, ინვესტორები შიშობენ, რომ მეოთხე კვარტლის შედეგები არადამაკმაყოფილებელი იქნება, რადგან Palantir-ის შემოსავლების თითქმის ნახევარი სამთავრობო კონტრაქტებზე მოდის.

ამასთან, AI-ბუშტის არსებობასთან დაკავშირებული ნეგატიური სენტიმენტი დამატებით ზეწოლას ახდენს Palantir-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ფოკუსირებული კომპანიაა.

ამ 16%-იანი კორექციის მიუხედავად, 5-წლიან პერიოდში Palantir-ის შეფასება 1,700%-ით არის გაზრდილი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები