მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ "იწის წყლის" ექსპორტი შეაფერხა

6124fca2825e4
ბექა ბაციკაძე
24.08.21 20:00
907
რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე ქარხანა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ბოთლი წყალი უნდა ეწარმოებინა, 10% მდე დატვირთვით მუშაობს. როგორც BM.GE-ს "იწის წყლის" დირექტორმა, ვლადიმერ გურგენიძემ განუცხადა, პანდემიის გამო ექსპორტი ვერ ხერხდება და რამდენიმე პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან არსებული მოლაპარაკებები შეჩერებულია.

მისივე თქმით, 2020 წლის მეორე ნახევრიდან და მიმდინარე წლის დასაწყისში მხოლოდ 6 კონტეინერის გატანა მოხერხდა ექსპორტზე.

ვლადიმერ გურგენიძის განცხადებით, პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან და ახალი პარტნიორების მოძიების პროცესში არიან. ქარხანა 15-მდე ადამიანს ასაქმებს.

კომპანია შპს „იწის წყალი 2017 წელს დაფუძნდა, თუმცა პროდუქციის წარმოება 2018 წლის იანვარში სატესტო რეჟიმში დაიწყო. ქარხანა ამბროლაურში, გურგენიძის ქ. N18 მდებარეობს.

მტკნარი წყლის საწარმო „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები