მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანდემიის მართვა თითქმის ავტომატურ რეჟიმზეა - ეკატერინე ტიკარაძე

61bc3adcb3028
ინგა მურუსიძე
17.12.21 11:25
481
"პანდემიის მართვა თითქმის ავტომატურ რეჟიმზეა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ ის მინისტრის პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა, 9 დეკემბერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ კი თქვა, რომ თანამდებობას თვის ბოლომდე დაიკავებს.

„პანდემიის დასაწყისში ჯანდაცვის სისტემა იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი მზაობა ამისთვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, ხოლო დღეს შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე, რადგან ყველა ის რგოლი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს, ეფექტიანად მუშაობს.

ამაში ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცრებული პაციენტების მართვას როგორც ონლაინ, ისე ჰოსპიტალურ და სასტუმროების რეჟიმებში. სასწრაფო დახმარების სამსახური ასევე მუშაობს, ჩვენ არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის სისტემა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, შეძლებს გაუმკლავდეს უფრო რთულ სიტუაციებსაც კი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები