მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მეორე ტალღისთვის მზადება ზაფხულში დაიწყება - გიორგი გახარია

5ec77e7e44a7e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.20 11:37
1945
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პანდემიის მეორე ტალღისთვის მზადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ამისთვის ზაფხულის თვეებში უნდა მოემზადოს.

"ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ, რომ შემდგომში ჩვენ არაერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშავოთ ეკონომიკა, დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა - გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მთელი მსოფლიო და ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული ზაფხულის თვე, შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ისეთივე წარმატებულები, როგორებიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, უკვე გაჩნდა ასეთი ლექსიკა - პირველი ტალღის ეტაპზე. ამიტომ საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში. არაფერი იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და პოლიტიკური პროცესებზე და არჩევნებზე ზრუნვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები