პანდემიური პერიოდით გამოწვეული საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, რუსი ტურისტები პირველები იქნებიან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass ავრცელებს. ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეაში რუსი ტურისტების ჩინელ ტურისტებზე ადრე მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კიმ ჩენ ინი ორიენტირებულია რუსეთთან პარტნიორობის გაძლიერებაზე. თუმცა ჩინელი ტურისტები ჩრდილოეთ კორეისთვის შემოსავლის უფრო დიდი წყაროს წარმოადგენს, რადგან პანდემიამდე ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო ვიზიტორების დაახლოებით 90% ჩინელ დამსვენებელზე მოდიოდა. როდის დაიწყებენ რუსები ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას?