მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანიკის საფუძველი არ არის, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ინსტანციები, მათ შორის სებ-ი გამოვა და იტყვის - ზარქუა

ზარქუა

დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ინსტანციები, მათ შორის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გამოვლენ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “იმედის“ ეთერში ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარქუამ განმარტა, მოკლევადიანი რყევები, რაც ახლა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რადგან ინვესტორები უყურებენ, თუ რა ხდება.

„ვერასდროს ეღირსებიან [ოპოზიცია] ხელისუფლებას, ეს იციან და ზუსტად ამის შედეგია, რაც ხდება. ხელოვნურად არის პანიკა აწეული, რომ საფონდო ბირჟებზე აქციებმა დაიწია, ჩვენი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა... სინამდვილეში, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრით, რომელიც ზეგავლენას ახდენს, საუკეთესო მონაცემები გვაქვს. მათ შორის ეს არის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არის იდეალური. პანიკის არანაირი საფუძველი არ არის.

ამ აქციებს, რაც იმართება, თავისი გავლენას აქვს, ბუნებრივია ინვესტორები აკვირდებიან ვითარებას. ეს არის ხელოვნური, ეს არის დადგმული, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ეს რყევები არსებობს, გრძელვადიანში დასტაბილურდება. მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ინსტანციები, მათ შორის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გამოვლენ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. ეს არის ხელოვნური, ეს არის დადგმული, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეკონომიკა, როგორც არასდროს, არის ისეთი ძლიერი და ყველა ეკონომიკური პარამეტრი ამაზე მეტყველებს“, - თქვა ზარქუამ.

ცნობისთვის, 15 მაისს საქართველოს ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა. ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 4.59 თეთრიანი ვარდნა განიცადა და კურსმა 2.7323 ლარი შეადგინა. თუმცა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გაუფასურება ვაჭრობის შემდგომ საათებშიც გაგრძელდა და ერთი დოლარის ღირებულებამ ამ სისტემაში 2.8048 ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები