რომის პაპის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, - ამის შესახებ საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით წერს.
„ წინა დღეებთან შედარებით, მდგომარეობის გაუმჯობესება მეტად სისტემურია, რაც დასტურდება როგორც სისხლის ანალიზებით, ასევე კლინიკური ობიექტურობით და წამლის თერაპიაზე კარგი პასუხით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვატიკანმა ასევე განაცხადა, რომ 88 წლის რომის პაპი ფრანცისკე, "საფრთხეს აღარ ქმნის ის ინფექციები, რომლითაც საავადმყოფოში მივიდა".
რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.
2013 წლის შემდეგ, როდესაც ფრანცისკე რომის პაპად აკურთხეს, ეს მისთვის საავადმყოფოში რიგით მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია. პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდა ასაკში ჩაუტარდა ფილტვების ოპერაციაც.