მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ხმის ფარულობა არ დარღვეულა და ამის დამტკიცებას სხვა ქვეყნების მაგალითებით ცდილობს

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა და ამის დასამტკიცებლად სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც მისივე თქმით, ღიად ჩანს, ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას.

კერძოდ, პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, 2020 წლის პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები და 2024 წლის ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები მოიყვანა მაგალითად, სადაც მისი თქმით, გამჭვირვალე ყუთში ბიულეტენები კონვერტის გარეშე თავსდება და ჩანს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამასთან, ლიეტუვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და მოლდოვაში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე თავსდება.

“შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მთვლელების მეთოდით 6 არჩევნები ჩატარდა 2021 წლიდან მოყოლებული. არც ერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით. არც ამ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ბიულეტენებთან ე.წ. მელანთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ჰქონია. მხოლოდ 5 დღის თავზე, ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მოიფიქრეს ეს როგორც საბაბი და ამით ამტკიცებენ, რომ არის ფარულობა დარღვეული. ახლა ვნახოთ რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში....

გუშინ იცით რომ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. აქაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც ქალბატონი სანდუ, რომელიც არჩეული იქნა პრეზიდენტად, დგას ყუთთან, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ის არის მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან. ანუ რას ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?”,- თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები