მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორ შეარჩია, ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ“ - პაპუაშვილი ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე პასუხისმგებლობას ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეირჩა ყეინიშვილი აღნიშნულ პოსტზე, უშუალოდ ზურაბიშვილს უნდა დაესვას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოც უფრო დეტალურად უნდა გარკვეულიყო საკითხში, სანამ კანდიდატურას დაამტკიცებდა.

„ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საკითხი დეტალურად გამოიკვლიონ და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე ეხება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილ შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს.

როგორ აირჩიეს სების საბჭოში ნანა ყეინიშვილი 2023 წელს? - ქრონოლოგია სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები