მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილმა EU-ის ქვეყნების დელეგაციებს შეხვედრაზე უარი "რუსული კანონის" III მოსმენით განხილვის გამო უთხრა

პარლამენტი

შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს უთხრა, რომ 13-14 მაისი საქართველოში ვიზიტისთვის ცუდი დროა და ის მათ ვერ შეხვდება. როგორც პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დელეგაციებმა მისი რჩევა არ მიიღეს და საქართველოში მაინც ჩამოდიან.

„რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნების, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა გამოთქვეს ვიზიტის სურვილი, მათ შორის გამოთქვეს სურვილი ჩემთან შეხვედრისა, ჩვენ ვუთხარით, რომ 13-14 მაისი არ იყო ვიზიტისთვის კარგი დრო, რადგან კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება. არ არის მაინცდამაინც კარგი დრო საგნობრივი საუბრისთვის და უკეთესი იქნებოდა სხვა დრო მოიძებნოს.

მზად ვართ, ნებისმიერი განხილვისთვის, ვაფასებ პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ ვიზიტი, როგორც ჩანს ჩამოსვლას აპირებენ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვუთხარით, რომ მათი აქ ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც წამახალისებელი, ისე მიიღოს ძალადობრივი ქმედებებისთვის. ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში. მე ვერ შევხვდები, რადგან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვების დრო. პარლამენტის მხრიდან შეხვედრა იქნება, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ამ განხილვების შემდეგ ჩამოსულიყვნენ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები