მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვლის დეზინფორმაცია EU-ში გაწევრების შეჩერების გამართლებას ემსახურება - კახა გოგოლაშვილი

ევროპა

პოლიტიკოლიგი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრებით საქართველოს მოუწევს, სავიზო რეჟიმი დაუწესოს დსთ-ის წევრ ქვეყნებს.

შალვა პაპუაშვლმა 27 ნოემბერს „რუსთავი 2″-ის ეთერში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში „ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მათ შორის, ჩინეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან”.

პაპუაშვილმა ევროკავშირის შესახებ ასევე თქვა, რომ „გაერთიანების წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას”.

გოგოლაშვილის თქმით, პაპუაშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს და არაფერს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირის წევრობას მოაქვს.

" პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ, უამრავ ქვეყანასთან უვიზოს გაუქმება მოგვიწევს და ეს ცუდიაო. ჯერ ერთი, შესვლამდე (ისიც, თუ ხელისუფლება შეიცვალა) მინიმუმ 5-7 წელია. შემდეგ კი, რუსეთთან და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში.

მან ასევე თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო, რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გახსნის თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში აშშ-თან. მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს. მოკლედ, ასეთი დეზინფირმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება", - წერს გოგლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები