პაპუნა ლეჟავამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადებით, პაპუნა ლეჟავამ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილს მიმართა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ა/წ 21 ნოემბრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც პაპუნა ლეჟავამ შალვა პაპუაშვილს მიმართა.