რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის შეზღუდვები.
ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის კმ86–კმ118 (პაქსაძეების ხიდი – უტყისუბანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ50–კმ85 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულია.
ასევე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94–კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1–კმ42 (კოდა – სოფელი ალგეთი) და კმ110–კმ146 მონაკვეთებზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.




























