მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paramount-ი და Skydance-ი ერთიანდებიან - აშშ-ს კომუნიკაციების კომისიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა

skydance
BM. GE
25.07.25 18:09
262

ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გართობის ინდუსტრიის ლიდერებს, Paramount-სა და Skydance-ს გაერთიანების უფლება ოფიციალურად მისცა. ინიციატივა 250 დღის განმავლობაში განიხილებოდა და მას კომისიის 3 წევრიდან ორმა მხარი დაუჭირა. ხმა წინააღმდეგ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მისცა.

ორ კომპანიას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ტელეარხი CBS, კინომწარმოებელი Paramount Pictures-ი და საბავშვო მაუწყებელი Nickelodeon-ი Skydance-ის ხელმძღვანელის, დეივიდ ელისონის ხელში გადადის.

კომისიამ გაერთიანებას მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც Skydance-ი თანასწორობისა და ინკლუზიურობის ე.წ. DEI პროგრამების გაუქმებას დათანხმდა. ამასთან, ფედერალური ორგანო მედიაში ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესების გამტარებელი ომბუდსმენის დანიშვნასაც მოითხოვდა. Skydance-მა ეს წინადადებაც დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ Skydance-ის აქციები 1.4%-ით გაიზარდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები