მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარიზში ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა გაიმართება

მდინარე სენა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს პარიზში ჩავა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება. საფრანგეთის დედაქალაქში ჩანიშნული შეხვედრის მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა იქნება.

ამჯერად, საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. მხარეებს შორის განხილვის კიდევ ერთი საკითხი რუსეთის მხრიდან მოლაპარაკების პროცესის უგულებელყოფა იქნება. მხარეები განიხილავენ, თუ რა ნაბიჯების გადადგმით შეიძლება პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა.

ფაქტობრივად, ეს იქნება ალასკასა და ვაშინგტონის ისტორიული სამიტების გაგრძელება, რომელზედაც “მსურველთა კოალიციის” ლიდერი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები აგვისტოს თვეში გამართული შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და სამომავლო სტრატეგიას განსაზღვრავენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ამერიკის პრეზიდენტი და, ამჟამად, მთავარი მომლაპარაკებელი არც ფიზიკურად და არც ვირტუალურად არ დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები