საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ფრედერიკ პეტი ამბობს, რომ დემოკრატიის უარყოფაა, შეხვედრაზე უარი, რომელიც ევროპარალმენტარების დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო. მან ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ საქართველოში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებისგან შემდგარ დელეგაცია იმყოფება. შალვა პაპუაშვილმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
ფრედერიკ პეტმა შესაბამის კითხვაზე აღნიშნა, რომ ზოგჯერ ევროპაშიც ვერ თანხმდებიან, თუმცა ერთად მუშაობენ და გასაოცარია არგუმენტი, რომლითაც დელეგაციამ უარი მიიღო.
"ძალზე გულდასაწყვეტია და გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი გახლავთ. თითოეული მუნიციპალიტეტი მუშაობს სხვა მუნიციპალიტეტთან მთელი ევროპის მასშტაბით, რეგიონები, სკოლები, არასამთავრობოები. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, პარლამენტის წევრი მეუბნება, არ შეგხვდები იმიტომ, რომ შენ მე არ მეთანხმები, ეს ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რას გულისხმობს დემოკრატია. ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტია არ არის სასაფლაოა, მე იქ არ მეჩქარება.
ევროკავშირი დასაწყისიდან ამ საფუძველზე იდგა. აქ გერმანულიც ისმის, ფრანგულიც, სხვა ენებიც. ევროპაში განხილვები მიდის იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება და რა თქმა უნდა, ამაში პარლამენტებია ჩართული.
იმის აღნიშვნაც მინდა, რომ თქვენს დიასპორას, ფაქტობრივად ძალიან ბევრს წაერთვა ხმის მიცემის უფლება", - განაცხადა