მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, მმართველი პარტიას ჩვენი მიღების სურვილი არ ჰქონდა... დიალოგი მნიშვნელოვანია"

გერმანია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წუხს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროპელ პოლიტიკოსებს არ ხვდება და აცხადებს, რომ ამ პროცესში დიალოგი მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მიხაელ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონკფერენციაზე განაცხადა. განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ფაქტი არის გულდასაწყვეტი, რადგან დიალოგი არის მნიშვნელოვანი.

„თუ თქვენი მთავრობა ერთი მხრივ სექსუალური უმცირესობის წნეხზე და მეორე მხრივ საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ეს არ არის მართალი. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან დავიწყოთ. სამწუხაროდ მმართველი პარტიას და მთავრობას სურვილი არ ჰქონდა, რომ ჩვენ მივეღეთ. ეს არის გულდასაწყვეტი. იმიტომ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია. თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს გავუზიაროთ. ეს არის ევროპული არსი და ამიტომაც ვიმყოფებით აქ“, - ამბობს მიხაელ როთი.

მედიის წარმომადგენელმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა არის პრორუსი და ჩატარებული არჩევნები რამდენად ლეგიტიმურია. ამასთან, ჟურნალისტი როთის სთხოვს განუმარტოს, თუ რატომ არ გამოთქვეს „ქართული ოცნების" ლიდერებმა მასთან შეხვედრის სურვილი?

ამაზე მიხაელ როთიმ უპასუხა, რომ ამ საკითხზე თავად მმართველ პარტიას უნდა ჰკითხოს. ამასთან, მან სერიოზული ეჭვები გამოთქვა ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაზე. შესაბამისად, ისინი საერთაშორისო, დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ.

„ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, თუ რატომ არ ჰქონდათ სურვილი მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ, როგორც საქართველოს მეგობრები. წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში ცოცხალი დემოკრატიის პირობებში არის ნორმალური. ეს არის არსი ყველაფრის. ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. ზოგიერთი, მმართველი პარტიიდან მტერს გვეძახის. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები. მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ ვითხოვთ უცხოურ დამოუკიდებელ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ აღდგეს ნდობა“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები