საქართველოს პარლამენტი ახალი სამშენებლო კოდექსში გარკვეული მუხლების 10 წლით გადავადებას გეგმავს. კერძოდ, თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამ მოთხოვნას, ცვლილების ავტორები, კოდექსის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შეუსაბამობით ხსნიან. საუბარია კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ათი წლით გადავადებასა და ამ ნაწილში, თბილისისთვის საკუთარი ადგილობრივი წესების შემუშავების უფლების შენარჩუნებაზე. იწონებენ თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებას და რა რისკებს ხედავენ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები?
ბეჟან წაქაძე - სამშენებლო კომპანია GDG–ისხელმძღვანელი


































