საქართველოს მთავრობას პარლამენტი 28 ნოემბერს დაამტკიცებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის კომიტეტებში დღეს და ხვალ მოუსმენენ, ხოლო 28 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე დაუჭერენ მხარს.
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია
იმის გამო, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, ჯერჯერობით, ერთპარტიულია და ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდა, ახალ მთავრობას მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია: „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 19 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ - 16 მანდატი; „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 14 მანდატი; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი მიიღო.