მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტი საპენსიო რეფორმას განიხილავს

BM.GE
12.06.18 16:42
895
საპენსიო რეფორმაზე პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მუშაობას აგრძელებს. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პროექტის განხილვები პირველი მოსმენის ეტაპზეა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ამ რეფორმის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიაჩნია, რომ წარმოდგენლი ფორმით, კანონპროექტი მის მხარდაჭერას არ იმსახურებს და ესაც რომ არ იყოს, მისი ამოქმედება ივლისიდან ალბათ ვერ მოესწრება, რადგან საკანონმდებლო პაკეტი ჯერ არცერთი მოსმენით არის მიღებული. დღეს რეფორმაზე ჯანდაცვის კომიტეტი მსჯელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები