მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. აგრარულ საკითხთა კომიტეტს კვლავ გელა სამხარაული უხელმძღვანელებს.
ის VIII მოწვევის პარლამენტიდან მოყოლებული, უკვე მეოთხედ გახდა პარლამენტის წევრი.
რაც შეეხება ბიოგრაფიას, 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სპეციალობა: ეკონომიკა და მართვა მშენებლობაში/ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი).
პარლამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, გელა სამხარაულის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 2006 - 2007 წლები - "დია გრუპი", დირექტორი
- 2005 - 2012 წლები - "დია ალავერდი" დირექტორი
- 2000 - 2005 წლები - შპს "ფალავანი", კონსულტანტი
- 1998 - 2000 წლები - ქართულ-იტალიური შპს "საქართველო", კომერციული დირექტორი
- 1996 - 1998 წლები - ქართულ-იტალიური ბანკი "ინდუსტრიაბანკი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
- 1992 - 1996 წლები - ფირმა "ალიდა"
- 1987 - 1989 წლები - თბილისის თბოგაერთიანების სამმართველო, ზეინკალი