მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაამატა

ბიურო

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა.

განსახილველ საკითხებს "რუსულ კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დაემატა.

ასევე, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ 3 საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში.

ბიურომ კენჭსაყრელ საკითხებს საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილის არჩევის საკითხიც დაამატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები