პარლამენტის ბიუროს განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა, რის შესახებაც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მომართვა გვაქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წამოყენების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოძახებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“.
მისი ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატისა და მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისთვის განხილვები საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე გაიმართება.