პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად.
როგორც პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უმცირესობა უმრავლესობის პარლამენტის მუშაობას ვერ დაბლოკავს.
„პოლიტიკური მხარეა, რომ უმრავლესობა ჩამოყალიბებულია. მოქალაქეებმა აირჩიეს უმრავლესობა, რომელიც იზრუნებს არა მხოლოდ მის ამომრჩეველზე, არამედ იზრუნებს ყველა მოქალაქეზე. პრობლემა არ არის არც სამართლებრივად. 2020 წელსაც იგივე გააკეთეს, არ შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ამით ვერაფერი გააკეთეს. უმცირესობა ვერ ჩაშლის პარლამენტს, ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. უმცირესობა უმრავლესობის პარლამენტის მუშაობას ვერ დაბლოკავს. როგორც პრინციპით, ისე სამართლებრივად ასეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ: ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მანდატებზე უარს ამბობს.