მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც "ოცნება" აპირებს, უკანონოა - მენაბდე

იურისტი

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს შეფასებით, პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს "ოცნება" აპირებს, უკანონოა.

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს "ოცნება" აპირებს უკანონოა.
1. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.
2. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია, სასამართლოს დაელოდოს.
3. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს, იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება", - დაწერა სოციალურ ქსელში მენაბდემ.

შეგახსენებთ: 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გამწესრიგებელი სხდომის თარიღი, რომელზედაც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები