არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. სოციალურ ქსელში გვერდი - "protest24" ზვიად რატიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციის მანქანაში სვამენ.
გავრცებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციელს დაარტყა.
მოგვიანებით, “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, რომ პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება კი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























