სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
23 ივნისს დაკავებული რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის იყო ბრალდებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა აწ ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო სასამართლომ დამნაშავედ.
ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორიდან ექვს წლამდე.


























