შს მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ სურს რამდენიმე ასეული თანამოქალაქის და უცხოელის მკაცრი სისხლის სამართლის დევნით დასჯა, მაგრამ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების შემთხვევაში, ეს მოუწევს.
" გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც შეაფერხებს, ან შესაძლოა შეაფერხოს ამ ობიექტის მუშაობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა. რამაც როგორც გამოცდილებამ აჩვენა აღნიშნული დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ", - განაცხადა გომელაურმა.