მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი მიიღო

BM.GE
23.07.18 23:02
1140
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო.  შეარჩუნებულია 2+2+2 პრინციპი. თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები