მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“

პარ

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“. 

უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი მესამე მოსმენით ეყარა.

კენჭისყრის პროცედურის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისათვის მხარი არ დაეჭირათ.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, დეოლიგარქიზაციის საკითხზე მომზადებულია მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომლის პირობებშიც პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.

გუშინ,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა დღეს მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები