„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა ხვალ, მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
„ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს. როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმრავლესობის სხდომაზე.
მინდა ოთხივე საკითხს შევეხო:
პირველი, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველო-ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა.
გარდა ამისა სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ევროკომისიის მხრიდან.
სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად,პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღეს კანონპროექტს, რომელიც ე.წ პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა.
ამავდროულად, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგმაზე, რაც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის. როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების, თუ სხვა უცხოელი [პოლიტიკოსების] მიერ“,-განაცხადა კობახიძემ.