„სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე ეს კითხვა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას მთავრობის შესაძლო ცვლილებებისა და მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა სამთავრობო ცვლილებებს და ხომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციას, მათ შორის, მინისტრების მსგავსად თანამდებობის დატოვებას, კობახიძემ განაცხადა : „მე ერთადერთ რამეს ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, კობახიძის თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს ზურაბ პატარაძე დაიკავებდა.
“ასეთი მარტივი “ჩორტაობა” შედეგს [არ მოიტანს]”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, უთქვამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მისთვის, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, კობახიძემ კვლავ აღნიშნა: „მე ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელი. სამ თვეში ერთხელ ისმება ეს კითხვა, ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“.
ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, უთქვამს თუ არა ივანიშვილს, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა, კობახიძემ უპასუხა: „სამ თვეში... ველოდებით ამ კითხვით კიდევ ერთხელ“.




























