"ქართული ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრად ხელახლა ექვსი წლით აირჩია. ფრუიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია 2019 წლიდან წლიდან.
მანამდე 2004 – 2009 / 2015 – 2019 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი იყო. 2003 – 2004 წლებში კი გიორგი ფრუიძე სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება განათლებას, მას დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი. მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. პარლამენტმა ფრუიძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყარა კენჭი, გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა.
2025 წლის 28 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი ფლობენ 7 უძრავ ქონებას, რომელთა დეტალური ჩამონათვალი ასეთია:
- 2023 წელს $58 517 შეძენილი 69,4 კვ.მ ბინა ქობულეთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე;
- 2017 წელს $23 000 შეძენილ ბინას სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, რომლის ფართიც 47,58 კვ.მ;
- 2010 წელს თბილისში არსენას ქუჩაზე $9 500-ად შეძენილ 145,49 კვ.მ ბინას;
- აგარაკს, რომელიც 2007 წელს აჩუქეს;
- იმავე მისამართზე 2010 წელს შეძენილ 14,38 კვ.მ სარდაფს;
- ასევე, საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2020 წელს ამბროლაურში ჭრებალოში აჩუქეს და რომლის ფართიც 281.54 კვ.მ-ია;
- ოჯახის სახელზეა 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებული 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საგურამოში;
დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდი ფულის სახით გიორგი ფრუიძე ინახავდა 5 600 დოლარს და 4 100 ევროს. ნათია ლაზაშვილი კი 42 000 დოლარს, 10600 ევროს, 6 900 ლარს.




























