საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების ომბუდსმენის თანამდებობაზე გვანცა ჩხეიძეს ხელახალი ვადით გამოუცხადა ნდობა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, გვანცა ჩხეიძე ამ პოსტს ჯერ კიდევ 2019 წლის 12 აპრილიდან იკავებს.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.