მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

6463a0dc4b64f
BM.GE
16.05.23 20:00
520
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 72 ხმით მიიღო კანონპროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა  ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

კანონის პროექტის თანახმად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში გაფართოვდება თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და მასში მოექცევა „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული პროკურორი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები