მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა პროფესიული განათლების კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

სესია
04.04.24 23:40
149

პარლამენტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. კანონპროექტით დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა; ამასთან, განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს.

"პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.